5 მითი პურის შესახებ, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ
არც ისე დიდი ხნის წინათ, პური დიეტის დროს მთავარი საკვები პროდუქტი იყო. ბოლო წლებში კი ის დიეტის მთავარ მტრად იქცა: "ვცდილობ პური არ ვჭამო", "გლუტენიან პროდუქტს არ ვჭამ", "პური მასუქებს." თუმცა, მართლაც ასეთი ცუდი პროდუქტია პური დიეტის დროს?
მითი #1: პურის ჭამა ასუქებს
საყოველთაო რწმენის საწინააღმდეგოდ, პური არ არის პროდუქტი, რომელიც აუცილებლად გაგასუქებთ. დაბალანსებულ კვებაში პური მნიშვნელოვანი პროდუქტია მაშინაც კი, როცა თქვენი მიზანი წონაში კლებაა. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ქატოს ან მთელი მარცვლეულის პური მიიღოთ დაჩქარებული შედეგის მისაღებად. პურზე საერთოდ უარის თქმა კი, ნამდვილად არაა აუცილებელი.
მითი #2: უგლუტენო პური უფრო ჯანსაღია
უგლუტენო (ქართულად წებოგვარა) პროდუქტის ნიშანი პროდუქტზე არანაირად არ განსაზღვრავს მის სიჯანსაღეს. უგლუტენო პროდუქტი თავისუფლად შეიძლება შეიცავდეს შაქრის ბევრად უფრო დიდ დოზას, ვიდრე გლუტენიანი. გლუტენი პურს ფორმას და სტრუქტურას აძლევს, ამიტომ, როდესაც მწარმოებლები მას პროდუქტიდან იღებენ, მისი ჩანაცვლება ხშირად სიმინდის სახამებელით, დამატებითი შაქრით ან ცხიმით უწევთ, რათა მიღონ იგივე ტექსტურა. სინამდვილეში, გლუტენი ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მისთვის თავის არიდება მიზანშეწონილია, მასზე მწვავე ალერგიაა, ცნობილი, როგორც Celiac disease.
მითი #3: შავი პური უფრო ჯანსაღია ვიდრე თეთრი
დიეტაში მყოფი ადამიანები, ან ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ხშირად შავ პურს თეთრს იმის გამო ამჯობინებენ, რომ ის უფრო ჯანსაღი ჰგონიათ. სინამდვილეში, შავი პურეული ხშირად უფრო დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს, ვიდრე თეთრი პურები. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არჩევანის გაკეთებისას პურის ეტიკეტზე დატანილი დეტალური ინფორმაციით იხელმძღვანელოთ და არა გავრცელებული მოსაზრებებით.
მითი #4: პური სისხლში შაქრის დონეს ზრდის
ყველა პური შეიცავს ნახშირწყლებს. ნახშირწყლები თავის მხრივ სისხლში შაქრის დონეს წევს, რომელიც შემდეგ ვარდება და ეს ადამიანებში მოთენთილობას იწვევს. ამ შემთხვევაშიც, გამოსავალი არა პურზე უარის თქმაა, არამედ მისი ისეთი საკვები პროდუქტებით დაბალანსება, რომლებიც მდიდარია ცილებით და ცხიმებით.
მითი #5: პური ბერავს
პური მართლაც შეიძლება "ბერავდეს" ადამიანს და ეს არასოდეს იქნება ერთი სახეობის პური სხვადასხვა ადამიანებისათვის. ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პურის ცხობის მეთოდზეც. ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ იმ პურეულის გადამუშავება, რომელიც სწრაფად მზადდება და რომელსაც სხვადასხვა დანამატებს ურევენ. ასევე, პურის მიღება-გადამუშავების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კულტურული ფაქტორებიც. მაგალითად, იმ ქვეყნებში სადაც ჭვავის პურის კულტურა ძლიერია, უჭირთ თეთრი პურის მიღება, საპირისპირო შეიძლება ითქვას იმ ქვეყნებზე, სადაც ჭვავი არ არის ბუნების და კულტურის ნაწილი და ა.შ.
ცნობისათვის, "იფქლის" თეთრი პურეული ცხობის სრულყოფილი მეთოდით ხაშზე, ანუ ბუნებრივ საფუარზე ცხვება, რაც მას უფრო ჯანსაღს, გემრიელს და სასარგებლოს ხდის. ვიმედოვნებთ, ჩვენი პურეული თქვენ გემოვნებას ზუსტად ერგება, რადგან თქვენთვის #ჩვენგულითვაცხობთ.