მიწისთხილისა და მარწყვის ტოსტი
ინგრედიენტები:
"იფქლის" ტოსტის ან ჭვავის პური
მიწისთხილის კარაქი
ბანანი
მარწყვი
სეზამის მარცვლები
მომზადების წესი:
აქ პრაქტიკულად არ არსებობს მომზადების წესი. თქვენი საყვარელი პურის ნაჭერი გახუხეთ, გადაუსვით მიწისთხილის კარაქი, გააფორმეთ ბანანისა და მარწყვის ნაჭრებით, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გემრიელად მიირთვით.