კვერცხისა და ავოკადოს პიურე
ინგრედიენტები:
4 დიდი მაგრად მოხარშული კვერცხი, გაციებული და გაფრცქვნილი
1/2 ავოკადო (დაახლოებით 100 გრამი)
1 ჩაის კოვზი მდოგვი
1/2 პატარა ლიმონის წვენი
მარილი და პილპილი გემოვნებით
გარნირი (სურვილისამებრ)
რგოლებად დაჭრილი პომიდორი
სალათის ფოთოლი
ახალი ოხრახუში
ზღვის მარილი (დამატებით)
მომზადების წესი:
მოხარშული კვერცხი, ავოკადო, მდოგვი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი კარგად აზილეთ საშუალო ზომის თასში.
"იფქლის" ტოსტის პურზე დადეთ პომიდვრის ნაჭერი, გადაუსვით მიღებული მასა და ოხრახუშისა და სალათის ფურცლებით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით!