top of page

კვერცხის მაფინები

ინგრედიენტები:

1 ცალი ბულგარული წიწაკა (ფერი თქვენი გემოვნებით) 3 თავი ხახვი

4 ჩერი პომიდორი

1 ცალი მოზრდილი პომიდორი

6 ცალი კვერცხი

მწიკვი მარილი

50 გრამი გახეხილი ყველი

ისპანახი/შეგიძლიათ სხვა მწვანილის გამოყენებაც, გემოვნებით

ცხარე საწებელი

მაფინის ფორმები

მომზადების წესი:

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. გარეცხეთ ინგრედიენტები. თხლად დაჭერით წიწაკა, ხახვი, პომიდორი და ჯამში აურიეთ ერთმანეთში. სათითაოდ ჩაამატეთ ჯამში კვერცხები და კარგად აურიეთ. გემოვნებით დაამატეთ მარილი და ცხარე წიწაკა. მაფინის ფორმებს წაუსვით ცხიმი, თანაბარი ოდენობით გადაანაწილეთ მათში მასა და ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 15-18 წუთის განმავლობაში და გემრიელად მიირთვით.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page