top of page

ფეიხოას მაფინები

ინგრედიენტები:

240 გრამი ფქვილი

150 გრამი შაქარი

3 ჩაის კოვზი საფუარი

1/2 ჩაის კოვზი მარილი

90 გრამი ქოქოსის ფანტელი

125 გრამი კრემყველი

250 მლ რძე

1 კვერცხი

1 ჩაის კოვზი ვანილი

1 ცალი ლაიმის ცედრა

1 1/2 ჭიქა დაჭრილი, მოთუშული ფეიხოა

1-2 ჩაის კოვზი ლაიმის წვენი

4-5 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა

ლაიმის ქერქი დეკორაციისთვის

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. დაიწყეთ ფეიხოას მოთუშვით. შუაზე გაჭერით ფეიხოას ნაჭრები, გააცალეთ კანი და თაფლში მოთუშეთ. აცადეთ ფეიხოას გაციება და ამასობაში ყველა მშრალი ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ.

ცალკე ჯამში გახსენით კრემყველი და კარგად ურიეთსანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. შემდეგ კვერცხი აურიეთ მასაში. ნელ-ნელა დაამატეთ მასას რძე, ლაიმის წვენი და ვანილი.

ერთმანეთში აურიეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები და ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დაამატეთ მასას ფეიხოაც. მაფინის ფორმებში გადაანაწილეთ მასა და 15-20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

ერთმანეთში აურიეთ ლაიმის წვენი და შაქრის პუდრა, მოასხით მაფინებს და სურვილისამებრ ლაიმის ქერქით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით!

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page