top of page

სენდვიჩი ბეკონითა და შოკოლადით


ინგრედიენტები:

3 ცალი კვერცხი

1/2 ჩაის კოვზი მარილი

პურის 4 სქელი ნაჭერი

ბეკონი

ზომიერად ტკბილი შოკოლადის ფილა

ყველი მოცარელა

მომზადების წესი:

ტაფაში ოდნავ შებრაწეთ ბეკონის ნაჭრები. ჯამში გაადნეთ შოკოლადის ფილა და მას შემდეგ, რაც ბეკონის ნაჭრები გაცივდება ამოავლეთ შოკოლადში. გადაიტანეთ შოკოლადიანი ბეკონის ნაჭრები საცხობ ქაღალდზე და მაცივარში შედეთ რამდენიმე წუთით. კვერცხები კარგად ათქვიფეთ მარილთან ერთად. პურის ნაჭრები ამოავლეთ კვერცხის მასაში. გადმოიტანეთ მასზე შოკოლადიანი ბეკონის ნაჭრები, ყველის ნაჭრები, დაადეთ მეორე პურის ნაჭერი და ტაფაში კარგად შებრაწეთ. გაჭერით სენდვიჩი შუაზე და გემრიელად მიირთვით.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page