top of page

ავოკადოს სოუსი


ინგრედიენტები:

1 კბილი ნიორი

1 ჭიქა ავოკადო

7-8 სუფრს კოვზი წყალი

5 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი

3-4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი

1/2 ჭიქა ახალი რეჰანის ფოთლები

1/2 ჭიქა ახალი ოხრახუში

1/2 ჭიქა მწვანე ხახვი

მწიკვი წითელი წიწაკის სუნელი (გემოვნებით)

დამატკბობელი (გემოვნებით)

მომზადების წესი:

ნივრის კბილი ბლენდერში კარგად დააქუცმაცეთ და დაამატეთ წყალი, ზეთი, ავოკადო, მწვანილები და მწვანე ხახვი. დააბლენდერეთ ინგრედიენტები მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ დაამატეთ მას ლიმონის წვენი და ძმარი, სასურველია, რომ ეს ინგრედიენტები ნელ-ნელა დაამატოთ სოუსს და პერიოდულად გასინჯოთ, რომ თქვენთვის სასურველი გემო მიღოთ. სოუსი შეინახეთ მაცივარში.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page