top of page

მარწყვის სენდვიჩი


ინგრედიენტები:

4 სუფრის კოვზი უცხიმო კრემ-ყველი

1 სუფრის კოვზი თაფლი

2 კვერცხი

1/4 ჭიქა რძე

1 სუფრის კოვზი შაქარი

1 სუფრის კოვზი დარიჩინი

8 ცალი მოზრდილი მარწყვი, შუაზე გაჭრილი

"იფქლის" ტოსტის პურის ნაჭრები

2 ჩაის კოვზი ზეთი

მომზადების წესი:

კრემ-ყველი კარგად აურიეთ თაფლში. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და რძე. მომცრო ზომის თეფშზე ერთმანეთში აურიეთ შაქარი და დარიჩინი. ცხელ ტაფაზე დაასხით 2 ჩაის კოვზი ზეთი, დადეთ ტოსტის ნაჭერი, წაუსვით კრემ-ყველის და თაფლის მასა, დაალაგეთ შუაზე გაჭრილი მარწყვი და დაადეთ ტოსტის მეორე ნაჭერი. ზემოდან პურებს კვერცხისა და რძის მასა გადაუსვით. იგივე გააკეთთ დანარჩენი პურის ნაჭრების შემთხვევაშიც.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page