კეშიუს სოუსი სალათებისათვის
ინგრედიენტები:
1 ჭიქა კეშიუ
1/4 ჭიქა ნუშის რძე
1 თავი წვრილად დაჭრილი ნიორი
3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
3 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
კეშიუ ერთი ღამით მაცივარში, წყლით სავსე ჯამში დატოვეთ, რომ კარგად დალბეს. მეორე დღეს გადაწურეთ წყალი და ბლენდერში ცოტაოდენ წყალთან ერთად 1-2 წუთის განმავლობაში დააბლენდერეთ. დაამატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი და რამდენიმე წუთით დააბლენდერეთ. სოუსი მაცივარში შუშის ბოთლით შეინახეთ.