ყველის, კვერცხის ცილის და ისპანახის სენდვიჩი
ინგრედიენტები:
"იფქლის" ტოსტის პური
2 კვერცხის ცილა
პომიდვრის მოზრდილი ნაჭერი
ისპანახის ფოთლები
2 სუფრის კოვზი ავოკადო
1 ყველის მოზრდილი ნაჭერი
1 ჩაის კოვზი კარაქი
მომზადების წესი:
კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ მარილით, პილპილით და მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში შეწვით. პურის ნაჭრებს წაუსვისთ კარაქი, ავოკადო და სურვილისამებრ მდოგვი. დაამატეთ მას შემწვარი კვერცხი, პომიდვრის ნაჭრები, ყველი და ისპანახის ფოთლები. შეათბეთ სენდვიჩი რამდენიმე წუთი, სანამ ყველი ოდნავ არ გადნება.