top of page

ბეკონისა და კვერცხის სენდვიჩი


ინგრედიენტები:

"იფქლის" მრგვალი ბიგმაგი

ბეკონის თხელი ნაჭერი

1 1/2 კომბოსტო კალე, წვრილად დაჭრილი

1 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი

1/4 ჩაის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი

1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

1 მოზრდილი კვერცხი

მომზადების წესი:

ბიგმაგს წაუსვით მაიონეზი ან კარაქი სურვილის შემთხვევაში.

საშუალო ზომის ტაფაში შებრაწეთ ბეკონის თხელი ნაჭერი, რამდენიმე წუთში გადმოიღეთ თეფშზე და მოასხით თეთრი ღვინის ძმარი. ტაფას წაუსვით ზეითუნის ზეთი და ნიორთან ერთად კომბოსტა კალე მოშუშეთ. კომბოსტოს ხშირად ურიეთ და სურვილის შემთხვევაში მარილი დაუმატეთ.

საშუალო ზომის ტაფაში ამჯერად კვერცხი შეწვით. თქვენი გემოვნებისამებრ, კვერცხი შეგიძლიათ კარგად შეწვათ ან სანახევროდ.

ბიგმაგებზე გადაიტანეთ მოშუშული კომბოსტო, დაამატეთ მას ბეკონი და კვერცხი. გემრიელად მიირთვით!

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page