ბეკონის, ყველისა და ისპანახის სენდვიჩი
ინგრედიენტები:
1/2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
2 მოზრდილი თავი ნიორი, თხლად დაჭრილი
4 ჭიქა ისპანახის ფოთოლი
4 ჭიქა არაგულას ფოთოლი
4 ნაჭერი ბეკონი, თხლად მოჭრილი
8 ნაჭერი "იფქლის" ტოსტის ან თეთრი ბატონის პური
100 გრამი ყველი, სასურველია სულგანი
მომზადების წესი:
დაადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ზეთი და 1 წუთის განმავლობაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. შემდეგ დაუმატეთ მას არაგულასა და ისპანახის ფოთლები და 1 წუთის განმავლობაში მოშუშეთ. მიღებული მასა გადმოიღეთ თეფშზე, ტაფა კი კვლავ გაზქურაზე დააბრუნეთ. ბეკონის ნაჭრები ოდნავ დაბრაწეთ.
4 ნაჭერ პურზე გადაანაწილეთ ყველი, ბეკონი და ისპანახისა და არაგულას ჩაშუშული ფოთლები. ზემოდან დაადეთ 4 ნაჭერი პური. პურები ორივე მხარეს ორ-ორი წუთის განმავლობაში დაბრაწეთ.
ამ უგემრიელესი ლანჩით თქვენ დაახლოებით 400 კილოკალორიას მიიღებთ.