top of page

რა უპირატესობა აქვს ხაშზე დამზადებულ პურს?

საქართველოში ოდითგანვე პურის ცომს ხაშზე, ანუ სპეციალურად დამჟავებულ ცომზე ამზადებდნენ. პურის ცხობის ეს მეთოდი გავრცელებული იყო მთელ ქვეყანაში, სანამ ის 90-იან წლებში მასობრივი წარმოებისათვის პურის მომზადების უფრო დაჩქარებულმა, თუმცა ნაკლებად ჯანსაღმა ტექნოლოგიამ არ ჩაანაცვლა. (მოუსმინეთ)

ამის მიზეზები ის გახლდათ, რომ ერთის მხრივ დაიკარგა პურის ცხობის ცოდნა და მეორეს მხრივ, ქართულ კომპანიებს ხელი არ მიუწვდებოდათ ტექნოლოგიებზე, რომლებიც მასობრივად პურის ხაშზე წარმოების განხორციელების საშუალებას მისცემდათ.

თუ პურის ცხობის პროცესი მინიმუმ 6 საათს უნდა შეადგენდეს, დღეს მისი წარმოება საქართველოში 2 საათში ხორციელდება. ამ პირობებში გასაკვირი არაა, რომ პურს ის გემო და ხარისხი არ აქვს, რაც ადრე ჰქონდა.

ამ პრობლემების გადასაჭრელად "იფქლმა" კომპანიაში დაასაქმა ერთ-ერთი საუკეთესო პურის წარმოების სპეციალისტი და შეიძინა ძვირადღირებული საჭირო დანადგარები ევროპაში. ახლო მომავალში „იფქლი“ საქართველოს პურის წარმოების მასობრივ ინდუსტრიაში ამ სრულყოფილ პროცესს დააბრუნებს და მოსახლეობას საშუალება მიეცემა ნამდვილი პურის გემოთი და ხარისხით დატკბეს.

ხაშზე დამზადებულ პურს ბევრი უპირატესობა აქვს, რომლებიც აღნიშვნას იმსახურებენ.

გემო ხაშზე დამზადებული პური, სპირტული დუღილის პროცესში წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც ამ ტრადიციით მომზადებული პურის სპეციფიკურ გემოს გვაძლევენ. ხაშზე დამზადებულ პურს სხვა, დაჩქარებული პროცესით დამზადებული პურებისგან მკვეთრად განსხვავებული, სასიამოვნო გემო აქვს. არომატი ხაშზე ცხობის პროცესში პურის ქერქი უკეთ კარამელიზირდება. ასეთი პური მეტ სურნელსაც გამოყოფს. შენახვის ვადა ხაშზე დამზადებული პური უფრო დიდხანს არ შრება და არ ობდება. პურის გულის სტრუქტურა ხაშზე დამზადებული პურის გულის ფორიანობა უფრო მჭიდრო და თანაბარია, რისი წყალობითაც, პური ნაკლებად იფშხვნება, ვიდრე სხვა მეთოდით გამომცხვარი პურეული. წარმოება ტექნიკურად, პურის ხაშზე დამზადება უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე უხაშოდ ან დაჩქარებული მეთოდით დამზადებული პური, რომელიც საშუალოდ 2-4 საათში მზადდება. ხაშზე დამზადებული პურის ცხობის ციკლი საშუალოდ 6 საათს შეადგენს და ბევრად მეტ ადამიანურ და ფიზიკურ რესურსს მოითხოვს. პურის ცხობის სხვადასხვა პროცესებს რომ გაეცნოთ, გთავაზობთ ამ ინფოგრაფიკას თვალსაჩინოებისათვის. თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page