როგორ ამოვიცნოთ ჯანსაღი ფერის ქატოს პური?
დიეტური თვისებების გამო „იფქლის“ ქატოს პური ჩვენი მომხმარებლების ერთ-ერთი უსაყვარლესი პროდუქტია. ამის შესახებ ხშირად გვწერენ.
მომხმარებელი ხშირად თავად გვიამბობს რამდენად სასარგებლოა „იფქლის“ ქატოს პური. ჩვენგან კი აინტერესებთ, რატომ არის ის ღია რუხი და არა შავი.
გადავწყვიტეთ თქვენთვის"იფქლის" მთავარ ტექნოლოგთან გაგვერკვია რა არის ქატო და როგორ იწარმოება ქატოს პური.
რა არის ქატო?
როგორც სურათზეც ხედავთ, ქატო ხორბლის მარცვლის შემადგენელი ნაწილია. როდესაც მარცვალი იფქვება და იცრება, ვიღებთ სამი სახეობის ფქვილს:
პირველი, ეს არის თეთრი ფქვილი (ენდოსპერმა და ჩანასახი), რომელიც გაცრისას ქატოსგან ცალკევდება.
მეორე, ეს არის ქატოს ფანტელი, რომელიც თეთრი ფქვილისგან ცალკევდება.
მესამე შემთხვევაში ქატო და თეთრი ფქვილი არ ცალკევდება ერთმანეთისგან, მათი ერთობლიობა კი ცეხვილ ფქვილს გვაძლევს.
სურათზე: ქატოს ფანტელი
როგორ გამოიყენება ქატო წარმოებაში?
ქატოს ფანტელი არ არის ტრადიციული ფქვილის ნაირსახეობა. მხოლოდ ცალკე აღებული ქატოს ფანტელისგან ცომის მოზელა და პურის გამოცხობა ტექნიკურად შეუძლებელია. ასე რომ ქატოს პური ხორბლის ცეხვილი ფქვილისგან მზადდება, რომელიც ქატოსაც შეიცავს.
სურათზე: ცეხვილი ფქვილი
„იფქლის“ ქატოს პურის ცომს კი დამატებით ქატოს ფანტელში ვავლებთ ხრამუნა გარსის,ლამაზ ვიზუალის და დამატებითი უჯრედისის შემცველობის მისაღებად.
მომხმარებელს ჰგონია, რომ რადგანაც პურს "ქატოს" პური ჰქვია, ის ქატოს ფქვილისაგან მზადდება. როგორც ზემოთ განვმარტეთ, ასეთი რამ არ არსებობს. ქატო ფქვილი არაა. ფქვილი კი შეიძლება ქატოს შეიცავდეს. ასეთია, მაგალითად, ცეხვილი ფქვილი.
რა ფერია ქატოს პური?
ხორბლის ცეხვილი ფქვილი, რომლითაც ქატოს პური ცხვება ღია რუხი ფერისაა.
სურათზე: "იფქლის" ქატოს პური
რაც ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული ქატოს პურისათვის ერთადერთი ბუნებრივი და ჯანმრთელი ფერია.
როგორ მოგწონთ „იფქლის“ ქატოს პური?