რატომ არის „იფქლის“ შავი პურეული შედარებით ღია ფერის?
ეს ის კითხვაა, რომლითაც ჩვენ ხშირად მოგვმართვს მომხმარებელი. მასზე პასუხის გაცემა ძალიან მოკლედ და ადვილად შეიძლება: ეს იმიტომ, რომ ჩვენ თქვენთვის მხოლოდ ჯანსაღ პროდუქციას ვამზადებთ.
მათთვის, ვისაც დეტალურად აინტერესებს შავი პურის წარმოების პროცესი, გთავაზობთ ვრცელ ჩანაწერს, რომლის მომზადებაშიც პურის წარმოების ტექნოლოგი, უცხოეთში განათლება მიღებული, ბატონი გელა კოდალაშვილი დაგვეხმარა.
დავიწყეთ!
ხორბლის შავი პური
ხორბლის შავი პური ცეხვილი ფქვილისაგან მზადდება, რაც გარსიანად დაფქვილ მთლიან მარცვალს გულისხმობს.
გარსის გარეშე დაფქვილი მარცვლის ფქვილისაგან გამომცხვარ პურს კი ჩვენ თეთრს ვეძახით.
არასწორია მოსაზრება, რომ შავი ხორბლის პურის ფქვილი შავია. შავი პურის ფქვილს, ანუ ცეხვილ ფქვილს თეთრი ფერი აქვს. მისგან გამომცხავი პური კი რუხია.
ფოტოზე: ხორბლის ცეხვილი ფქვილი
როგორც ხედავთ, ცეხვილი ფქვილი არა შავი, არამედ ღია რუხი შეფერილობისაა, რაც მისი ნატურალური ფერია. შესაბამისად, კომპანია „იფქლის“ შავი ხორბლის პური ღია ფერისაა, იმიტომ რომ ის დანამატების გარეშე, ბუნებრივი გზით მიიღება.
ფოტოზე: "იფქლის" ქატოს პური
ხორბლის შავი პური ალაოთი
შედარებით მუქი ფერის მისაღებად შავ პურს ბუნებრივ ინგრედიენტს, ალაოს ვუმატებთ. ეს პურიც მხოლოდ იმიტომ, რომ მასში არანაირ ხელოვნურ საფერებელს არ ვურევთ, ოდნავ მუქი რუხია და არა მუქი შავი.
ფოტოზე: "იფქლის" ხორბლის შავი პური
ჭვავის პური
„იფქლის“ ჭვავის პურიც შედარებით ღია ფერისაა. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ჭვავის პურისათვის ჭვავის ცეხვილ ფქვილს და ალაოს ვიყენებთ. როგორც ფოტოზე ხედავთ, ჭვავის ცეხვილი ფქვილიც ხორბლის ცეხვილი ფქვილის მსგავსად რუხია და არა შავი.
ფოტოზე: თეთრი ფქვილი, ჭვავის ცეხვილი და ხორბლის ცეხვილი ფქვილები
„იფქლის“ ჭვავის პურის ფერი, მიღებულია ნატურალური პროდუქტით, ზედმეტი დანამატებისა და ხელოვნური ფერის გამოყენების გარეშე.
ფოტოზე: "იფქლის" ჭვავის და ხორბლის შავი პურები
„იფქლმა“ პურფუნთუშეულის წარმოებისთვის დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი. ეს არჩევანი კი ორიენტირებულია პურის ხარისხზე და არა ვიზუალზე. ჩვენი თქვენთვის ჯანსაღ პურს ვაწარმოებთ.
მომხმარებლის ნაწილი კი, სამწუხაროდ, მუქ შავ პურს მოითხოვს, რაც მხოლოდ ხელოვნური დანამატების გამოყენებითაა შესაძლებელი.
თქვენივე ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მუქი ფერის პური არ ნიშნავს საუკეთესოს. ის შეიძლება კარამელის ფერით, ე.წ. კოლერით იყოს გაჯერებული, რაც თქვენს ჯანმრთელობას ვნებს. თქვენ რას ირჩევთ? გააკეთეთ მაღაზიაში სწორი არჩევანი!
შემოუერთდით "იფქლის" კამპანიას "ამოიცანით ჯანსაღი შავი პური!"
ვიზრუნოთ ერთმანეთის კეთილდღეობაზე!