top of page

ცივი ჩაი ატმით და პიტნით

ზაფხულის დადგომასთან ერთად სიცხე უფრო და უფრო იმატებს, მასთან გამკლავებას კი ჩვენი უგემრიელესი ცივი ჩაის რეცეპტით გირჩევთ.

მისი მომზადება სახლშიც შესაძლებელია, მარტივია, არომატული და რაც მთავარია მას ჯანსაღი პროდუქტით თავად დაამზადებთ.

ინგრედიენტები:

• 8 ჭიქა მდუღარე წყალი

• 8 ცალი ჩაის ერთჯერადი პაკეტი

• 4 ცალი მწიფე ატამი

• ახალი პიტნა

• შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი:

ჩაასხით რვა მდუღარე ჭიქა წყალი ქვაბში, ჩადეთ მასში 8 ცალი ჩაის ერთჯერადი პაკეტი, დაჭრილი ატამი და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. შაქარი შეგიძლიათ მასას გემოვნებით დაუმატოთ, ან საერთოდ არ დაატკბოთ. 10 წუთის შემდეგ ამოიღეთ ჩაის პაკეტები ქვაბიდან და აცადეთ სითხეს დავიდეს ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ კარგად გააციეთ მაცივარში. მირთმევამდე, ჭიქაში დააქუცმაცეთ პიტნის ფოთოლი.

გემრიელად გაგრილდით და მიირთვით პიტნისა და ატმის ცივი ჩაი „იფქლის“ ფუნთუშებთან ერთად!

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page