top of page

ყველაზე ჯანსაღი პურის ცხობის მეთოდი

დღეს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის ჯანსაღი კვების პროდუქტების მოხმარებაზე. თუმცა, ეს არც თუ ისე ადვილია. ხშირად მომხმარებელს არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია და მისი მოპოვება კვლევების განხორციელებას საჭიროებს. დატვირთული ცხოვრების რიტმი კი ყველას ამის საშუალებას არ გვაძლევს. დღეს გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეცნო ყველაზე ჯანსაღი პურის ცხობის მეთოდი.

ყველაზე ჯანსაღი პური

იქიდან გამომდინარე, რომ პური ადამიანისთვის პირველადი და უმთავრესი მოხმარების პროდუქტია, მისი ჯანსაღი კვების წყაროდ გადაქცევა მსოფლიოს ჯანდაცვის სამინისტროების მთავარი მიზანია. ამ მიზნითვე შეიქმნა პური გაღივებული მარცვლით, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტადაა რეკომენდირებული პურეულს შორის.

როგორ მზადდება პური გაღივებული მარცვლით ?

გაღივებული მარცვლისაგან დამზადებული პურის მისაღებად საჭიროა მარცვლის გაღივება. ეს პროცესი ტექნიკურად შემდეგნაირად მიმდინარეობს: მთელ მარცვალს ასხამენ წყალს და გარკვეული დროით წყალში აჩერებენ, სანამ მარცვალი გაღივებას არ დაიწყებს. მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს რა ეტაპზე უნდა შეჩერდეს პურის გაღივების პროცესი, რადგან გადაჭარბების შემთხვევაში მარცვალი პურის საწარმოებლად უვარგისი ხდება. ამის შემდეგ მარცვლები ინაყება, მუშავდება მიღებული მასა და ცხვება პური, რომელიც არც ერთ სხვა პურის სახეობას არ ჰგავს. ეს პროცესი განსხვავდება მთლიანი მარცვლით დამზადებული პურის ცხობის სხვა პროცესებისაგან, რადგანაც მხოლოდ აქ ხდება მთლიანი მარცვლის (გარსი, ენდოსპერმა, ჩანასახი) გაღივება.

ასეთი მეთოდით პურის დამზადება რთული და ხანგრძლივი პროცესია. ცხობის ციკლი მარცვლის გაღივებიდან პურის გამოცხობამდე საკმაოდ ხანგრძლივია, მოიცავს რამოდენიმე დღეს და საბოლოოდ პური „მომწიფებული“ მიდის მომხმარებლამდე.

გაღივებული მარცვლისაგან დამზადებული პურის სასარგებლო თვისებები

გაღივებული მარცვლისაგან დამზადებული პურის მთავარი უნიკალურობა ის არის, რომ ის მზადდება ფქვილის გარეშე მხოლოდ გაღივებული მარცვლის გამოყენებით, რაც კიდევ უფრო დაბლა წევს მის კალორიულობას და გლიკემიურ ინდექსს სხვა მარცვლოვან პურებთან შედარებით.

გაღივებული მარცვლით გამომცხვარი პურს განსაკუთრებული თვისებები აქვს:

  • ამ მეთოდით მომზადებული პური შეიცავს მეტ E და B ვიტამინებს;

  • მის შემცველობაშია ასევე რკინა და თუთია;

  • მხოლოდ გაღივების პროცესით ხერხდება პურში ფითინის მჟავას გარკვეულწილად დაშლა, რაც ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების შეთვისებას აიოლებს.

  • გაღივებული მარცვლით დამზადებული პური, ბოჭკოვანი უჯრედისის შემცველობის გამო, ეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად ფუნქციონირებას;

  • დაბალი კალორიულობის გამო, ის ასევე დაგეხმარებათ წონის კონტროლში;

  • მარცვლის გაღივების დროს ბუნებრივად მიმდინარე ბიოლოგიური პროცესი შლის მასში არსებულ შაქარს (სახამებელს) უფრო მარტივ შაქრებად. ეს, ერთის მხრივ, აადვილებს ორგანიზმის მიერ საკვების მონელებას და მთავარი, შაქრის შეცვლილი ფორმა არ იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სწრაფ მომატებას, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულ ან მიდრეკილების მქონე ადამიანებისთვის;

  • ასეთი პური შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ ჯანსაღ ცხიმებს, რაც აუცილებელია ორგანიზმისათვის;

  • იმის გამო, რომ მარცვლის გაღივებისას ხორბალში არსებული ნახშირწყლები ფორმას იცვლის, ცხიმები იშლება, წყლის აქტივობა მცირდება და პურის ცხობის პროცესში ფქვილი გამოყენებული არ არის, ის უფრო დიდხანს ინახება, არ იფშხვნება ზედმეტად და დიდხანს ინარჩუნებს არომატულ გემოს.

თქვენ თუ გსმენიათ რამე გაღივებული მარცვლისაგან დამზადებული, უფქვილო პურის შესახებ?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page