top of page

ზებრა პური - ჯანსაღი, გემრიელი და ლამაზი

ყველას სურს სასარგებლო, გემრიელი და ლამაზი პურის დაგემოვნება. ცხობაში წლობით დაგროვილი გამოცდილებების დახმარებით, დღეს სახლის პირობებშიც კი შესაძლებელია ორიგინალურობა გამოვიჩინოთ, როცა საქმე პურის ცხობას ეხება.

გთავაზობთ ჭვავის ზებრა პურის მარტივ რეცეპტს, რომელიც თქვენ პურს გემოსა და სასარგებლო თვისებების გარდა არაჩვეულებრივ ვიზუალს შესძენს.

ინგრედიენტები:

ღია ფერის ჭვავის ცომი

1 ¼ ჭიქა წყალი

1 ½ სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

1 ¾ პურის ფქვილი

1 1/3 ჭიქა ჭვავის ფქვილი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1 ½ სუფრის კოვზი მარილი

2 სუფრის კოზვი კვლიავის თესლი

2 ¼ სუფრის კოვზი მშრალი საფუარი

მუქი ფერის ჭვავის ცომი

1 ¼ წყალი

4 ½ სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

1 ¾ პურის ფქვილი

1 1/3 ჭვავის ფქვილი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1 ¾ სუფრის კოვზი მარილი

2 სუფრის კოვზი კაკაო

2 სუფრის კოზვი კვლიავის თესლი

2 ¼ სუფრის კოვზი მშრალი საფუარი

მომზადების წესი:

ღია ფერის ცომისათვის ერთმანეთში კარგად აურიეთ პურის ფქვილი, მარილი, შაქარი და კვლიავის თესლი. წამოადუღეთ წყალი და მცენარეული ზეთი. ისინი გაგრილების შემდეგ დაუმატეთ მასას და თან კარგადურიეთ. ნელ-ნელა ჩაამატეთ ჭვავის ფქვილი, სანამ არ მიიღებთ მაგარ ცომს. გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ ფიცარზე და დატოვეთ 5-7 წუთი. შემდეგ ცომი გადაიტანეთ თასში, თავზე დაახურეთ და აცადეთ ცომს ამოვიდეს. ცომი დაახლოებით უნდა გაორმაგდეს ზომაში.

გაიმეორეთ იგივე მუქი ფერის ჭვავის ცომის შემთხვევაშიც.

მიღებული მასებიდან აიღეთ საშუალო ცომის გუნდები, ოდნავ გააბრტყელეთ. შემდეგ მუქი ცომის ნაჭერს დაადეთ ღია ფერის ნაჭერი და კიდევ ერთხელ, ოდნავ გააბრტყელეთ, რომ ცომები ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს. შემდეგ ერთი ბოლოდან გადაახვიეთ ცომი. (იხ. ვიდეო)

იგივე გაიმეორეთ დარჩენილი ცომით. შემდეგ ცომები გადაიტანეთ ფორმებში და გამოაცხვეთ. ლამაზი და ორიგინალური პური მზადაა მისართმევად!

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page