top of page

მთლიანი მარცვლით დამზადებული პური

მთელი მარცვლის უპირატესობა

მარცვლეულის მირთმევა აუცილებელია ორგანიზმისათვის. სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროები პურეულსა და მარცვლეულზე რეკომენდაციის გაცემისას უპირატესობას მთლიანი მარცვლით დამზადებულ პურს ანიჭებენ. ასეთი ქვეყნებია საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა, აშშ, კანადა და ა.შ.

მათი განმარტებით, მარცვალი დამუშავების შედეგად კარგავს რიგ სასარგებლო თვისებებს, მაშინ, როცა მთლიანი მარცვალი მდიდარია ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.

ამ დასკვნამდე მსოფლიოში წამყვანი პურის მწარმოებელი გიგანტები უკვე რამდენიმე წელია მივიდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ ფქვილის წმინდად დაფქვას, მარცვლეულის უხეშად დანაყვა სჯობს, როგორც ეს ოდითგანვე კეთდებოდა.

რა არის მთელი მარცვალი?

მარცვლეული სამი ნაწილისაგან შედგება. ეს არის გარსი, ენდოსპერმა და ჩანასახი.

მარცვლეულის გარსი მდიდარია ბოჭკოვანი უჯრედისით, მინერალებითა და B ვიტამინით.

ენდოსპერმა, ანუ მარცვლეულის შიგთავსი, მდიდარია ნახშირწყლებითა და ცილებით.

მარცვლის ჩანასახი კი საკვებით მდიდარია. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს E, B და ჯანსაღ ცხიმებს.

ფქვილის წმინდად დაფქვისა და გაცრისას კი მარცვლეულის გარსი და ჩანასახი იკარგება. ფაქტიურად, გამოდის რომ ხორბალს საუკეთესო შემადგენლობას ვაცლით და რჩება მინერალებით და ვიტამინებით გაღარიბებული მასა - ფქვილი.

მთელი მარცვლის სასარგებლო თვისებები

მაინც რა სასარგებლო თვისებებზეა ლაპარაკი და რატომ უნდა მივირთვათ მთლიანი მარცვლით დამზადებული პური?

მთელი მარცვლით დამზადებული პურის მირთმევით:

  1. თქვენ ხელს შეუწყობთ საჭმლის მონელებას და გაიუმჯობესებთ კუჭნაწლავის მდგომარეობას

  2. დაარეგულირებთ შაქრის დონეს სისხლში

  3. შეიმცირებთ წნევის რისკს

  4. გაიუმჯობესებთ ღრძილების მდგომარეობას და ამით - კბილებს

  5. ხელს შეუწყობთ ცხიმების პროპორციულად გადანაწილებას ორგანიზმში

  6. თავს დანაყრებულად იგრძნობთ

  7. მიიღებთ მეტ კალციუმს ძვლების სიძლიერისათვის

  8. მიიღებთ C ვიტამინს და გაიუმჯობესებთ იმუნიტეტს

  9. მიიღებთ B ვიტამინს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ფეხმძიმე ქალებისათვის

  10. მიიღებთ რკინას, რომელიც ორგანიზმს ჟანგბადის მიწოდებაში ეხმარება.

  11. მიიღებთ მაგნეზიუმს, რომელიც აძლიერებს ძვლებს

  12. მიიღებთ სელენიუმს, რომელიც დაგიცავთ თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან

  13. მიიღებთ ცინკს, რომელიც თქვენს იმუნურ სისტემას სიძლიერეს შეუნარჩუნებს

  14. შეამცირებთ გულის ავადმყოფობის და ინფაქტის რისკს

  15. შეამცირებთ სიმსიმვნის რისკს

  16. შეამცირებთ დიაბეტის რისკს

  17. შეამცირებთ გასუქების რისკს

  18. შეამცირებთ ასთმის რისკს

  19. დაარეგულირებთ ქოლესტერონის დონეს ორგანიზმში

  20. გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს

ყველაზე ჯანსაღი პური საქართველოში

სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში მთელი მარცვლით, ფქვილის გამოყენების გარეშე, გამომცხვარი პურის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

თქვენ თუ გსმენიათ რამე მთელი მარცვლეულისაგან დამზადებულ პურზე?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page