ბანანის მაფინი
მაფინები დღის ნებისმიერ მონაკვეთში მშვენიერი დესერტია. თქვენ შეგიძლიათ ის დილით, ფინჯან ყავასთან ერთად მიირთვათ, ან მსუბუქი სადილის შემდეგ დააგემოვნოთ. გთავაზობთ ბანანის ნოყიერი, ჯანსაღი და გემრიელი მაფინების მარტივ რეცეპტს.
ინგრედიენტები:
1½ ჭიქა ქატოს ფანტელი
3 საშუალო ზომის ბანანის პიურე
½ ჭიქა რძე
1 ცალი კვერცხი
1 ჭიქა ფქვილი
¼ ჭიქა შაქარი
3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
2 ჩაის კოვზი საფუარი
½ ჩაის კოვზი სოდა
¼ ჭიქა თხილი ან ნიგოზი
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 400 გრადუსზე. ერთმანეთში კარგად აურიეთ ქატოს ფანტელი, ბანანის პიურე, რძე და კვერცხი. დააცადეთ მასას 5 წუთი, რომ მარცვლეული მაქსიმალურად დარბილდეს.
მეორე თასში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, შაქარი, საფუარი, სოდა და თხილი ან ნიზოგი სურვილისამებრ.
შემდეგ მიღებული მასები კარგად აურიეთ ერთმანეთში და მაფინის ფორმებში თანაბრად გადაანაწილეთ ცომი. აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ აცადეთ მაფინებს დავიდნენ ოთახის ტემპერატურამდე.
თუ ცხობისთვის ვერ იცლით, გასინჯეთ ჩვენი საკონდიტრო ნაწარმი. მაგალითად, ფუნთუშა ლიმონით და გემრიელად მიირთვით!