top of page

ვაშლის ღვეზელი

ვაშლის ღვეზელი არაჩვეულებრივი დესერტი შეიძლება იყოს სადილის შემდეგ და - მშვენიერი საუზმე დილით ჭიქა ჩაისთან ერთად.

გთავაზობთ ვაშლის ღვეზლის მოსამზადებელ ერთ-ერთ მარტივ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

10 ცალი ვაშლი

3 სუფრის კოვზი კარაქი

¼ ჭიქა შაქარი

2 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი

1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა

½ ლიმონის წვენი

1 ჭიქა ვაშლის სიდრი

1 ჩაის კოვზი ვანილი

1 ჩაის კოვზი დარიჩინი

½ ჩაის კოვზი ბაჰარი

3 სუფრის კოვზი ფქვილი

მომზადების წესი:

გარეცხეთ, გაფრცქვენით და პატარა ნაჭრებად დაჭერით ვაშლი. საშუალო ზომის ცეცხლზე თასში გაალღვეთ კარაქი. დაამატეთ მას ვაშლი, შაქარი, ნეკერჩხლის სიროფი, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი, ვაშლის სიდრი, ვანილი, ბაჰარი და დარიჩინი. მორევისას ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი. მასას ურიეთ მანამ, სანამ ვაშლის ნაჭრები ნაზი, მასა კი ერთგვაროვანი არ გახდება. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ მასა 15-20 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ღვეზელის შიგთავსი უკვე მზადაა.

თუნუქის ფირფიტაზე დაყარეთ მცირეოდენი ფქვილი და გადაიტანეთ მასზე ცომი. ცომზე თანაბრად გაანაწილეთ მიღებული მასა და ზემოდან ცომის მეორე ფენა დაადეთ. შეგიძლიათ ვაშლის ღვეზელი ჩანგლით დაჩხვლიტოთ ან ცომის რგოლებით გააფორმოთ. ღვეზელი ღუმელში 15 წუთის განმავლობაში 220 გრადუსზე აცხვეთ, შემდეგ კი შეამცირეთ ტემპერატურა 175 გრადუსამდე, სანამ ღვეზელი ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.

თუ ვაშლის ღვეზლის სახლში მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, შეგიძლიათ „იფქლი“-ს ვაშლის ღვეზელი შეიძინოთ. ისარგებლეთ ჩვენი წლობით დაგროვილი გამოცდილებით და მიირთვით გემრიელად ჩვენი ნატურალური პროდუქტი თქვენ ოჯახის წევრებთან ერთად.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page