top of page

ბრუსკეტა ყველითა და პომიდვრით

გინდათ რაიმე ახალი და საინტერესო? ქალბატონებს და მამაკაცებს ერთნაირად შეგიძლიად ბრუსკეტას, როგორც მას ზოგი უწოდებს ბრუშეტის მარტივი და უგემრიელესი რეცეპტით გაახაროთ თქვენი ოჯახის წევრები.

ბრუსკეტა ყველითა და პომიდვრით

საჭირო ინგრედიენტები:

• 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

• 4 ნაჭერი მოცარელას ყველი, შესაძლებელია სულგუნიც

• 2 ჭიქა პატარა ზომის შუაზე გაჭრილი პომიდორი

• 1 ჩაის კოვზი ძმარი

• 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი

• მწიკვი მარილი და შავი პილპილი

• ¼ ჭიქა რეჰანის ფოთოლი

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 350 გრადუსამდე. საცხობ ფურცელზე დაალაგეთ პურის ნაჭრები და გაჟღინთეთ 2 სუფრის კოვზის ოდენობის ზეითუნის ზეთით. პური ღუმელში 8-10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ, სანამ ის შესამჩნევად არ დაიბრაწება.

შემდეგ, პურის ნაჭრებს მოცარელა ან სულგუნი დაუმატეთ და ღუმელში 4-დან 6 წუთამდე გააჩერეთ, სანამ ყველი არ დადნება.

ამასობაში, დიდ თასში ერთმანეთში აურიეთ შუაზე დაჭრილი მომცრო ზომის პომიდორი, დარჩენილი ზეითუნის ზეთი, ძმარი, ნიორი, მარილი და შავი პილპილი.

ჯერ კიდევ ცხელი პურის ნაჭრებზე თვალის ზომით გადაანაწილეთ პომიდვრის მასა, დაამატეთ გრძლად დაჭრილი რეჰანის ფოთლები და გემრიელად მიირთვით. მოგვწერეთ როგორი გამოგივათ!

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page