როგორ შევინახოთ პური?
საუკეთესო პირობებში "იფქლის" პურ-ფუნთუშეული გამოშვებიდან 72 საათის განმავლობაში ინარჩუნებს ვარგისიანობას. როგორ სჯობს პურის შენახვა, რომ ის დროზე არდე არ გაფუჭდეს?
ქაღალდის შეფუთვა ან ბამბის ტილო
თუ პური ქაღალდის შეფუთვაშია და იკვრება, შეგიძლიათ ასევე დატოვოთ. ქაღალდი "სუნთქავს" და პურს არ დაანესტიანებს. ამავდროულად ის პურს გამოხმობისგან საკმარისად დაიცავს.
ასევე წარმატებით შეგიძლიათ პური ბამბის ტილოში (ე.წ. ჩაისტილო) საგულდაგულოდ გაახვიოთ. ასე პური შეინარჩუნებს გემოს და ტენიანობას.
შეინახეთ პური ოთახის ტემპერატურაზე
ოთახის ტემპერატურა პურის შესანახად ოპტიმალურია.
შეინახეთ პური მშრალ ადგილას
პური რომ არ დანესტიანდეს და დროზე ადრე ობი არ მოეკიდოს, აუცილებელია ის მშრალ ადგილას შეინახოთ.
მოარიდეთ პურს მზის სხივები
მზის მწველი სხივები პურს დროზე ადრე გამოაშრობს და გაახმობს, ამიტომ მოარიდეთ პური მწველ ადგილებს.
მაცივარი - თქვენი პირველი მტერი
ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ პურის მაცივარში შენახვა საუკეთესო გამოსავალია, თუმცა სხვადასხვა დაკვირვებებით დადასტურდა, რომ მაცივარში შენახვისას პური განიცდის რეტროგრადაციას, ანუ მაცივარში არსებული ნესტი ხელს უწყობს მის გაფუჭებას.
გახსოვდეთ, პურის მაცივარში შენახვის ერთი დღე უდრის პურის ოთახის ტემპერატურაზე 3 დღით გაჩერებას. ამიტომ პური მაცივარში არასოდეს არ შეინახოთ.
გაგვიზიარეთ, თქვენ როგორ ინახავთ პურს?