top of page

ამოიცანი ჯანსაღი შავი პური!

 

რუხი, ე.წ. შავი პური ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის, მაგრამ რამდენად ნატურალური და ჯანსაღია შავი პური, რომელსაც თქვენ მიირთმევთ?

 

ჩვენს მიერ წარმოებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მომხმარებელს სურს ჯანსაღი შავი პური მიირთვას, თუმცა საქმეში გაურკვევლობის გამო, ის არაბუნებრივად მუქ შავ ხორბლის პურს ანიჭებს უპირატესობას.

 

დროა მომხმარებელს ვინმემ არამხოლოდ ლამაზი ფრაზები, არამედ სათანადო ინფორმაცია და ცოდნა მიაწოდოს. ამიტომაც, ამ პრობლემის გადასაჭრელად "იფქლმა" 2015 წლის ივნისში აწარმოა საინფორმაცია სახის კამპანია "ამოიცანი ჯანსაღი შავი პური!". კომპანია "იფქლი" იმედოვნებს, რომ ამით მომხმარებელს ჯანსაღი და სასარგებლო შავი პურის შერჩევაში დაეხმარება.

 

თქვენ რა შეგიძლიათ

იმისათვის, რომ ჯანსაღი შავი პურის ამოცნობა შეძლოთ, მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ კამპანიაში და მიიღოთ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც ჯანსაღი შავი პურის შერჩევაში დაგეხმარებათ.

 

გაეცანით აქ განთავსებულ მასალას და თქვენ ჯანსაღი შავი პურის შერჩევას შეძლებთ. 

თქვენი ცოდნა და დაკვირვების შედეგები კი შემდგომ თქვენს ახლობლებსაც გაუზიარეთ. და ბოლოს, მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი რუხი პური! ენდეთ "იფქლის" ცხობის მრავალწლიან ტრადიციას!

 

bottom of page