top of page

კომპანია „იფქლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

 

კომპანია „იფქლი“ დაარსებიდანვე ეწევა ქველმოქმედებას. 2015 წლიდან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელება ორი მიმართულებით მიმდინარეობს:

სიღარიბის დაძლევა

როგორც პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია, „იფქლი“ თავისი პროდუქციით დახმარებას უწევს სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანებს. დროდადრო ხორციელდება ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერა, როგორიცაა „კათარზისი“ და სხვადასხვა პანსიონები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით „იფქლი“ ჯანსაღი თაობის აღზრდას უწყობს ხელს. ჯანსაღ ცხოვრებაში, სხვა საკითხებს შორის და უმთავრესად, მოიაზრება ჯანსაღი კვება და ვარჯიში. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ასევე ხორციელდება სოციალური ქსელებით მოსახლეობისათვის საჭირო ინფორმაციების მიწოდებით.

bottom of page